Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაუგებრობა სმოლინგის რომაში ტრანსფერის გარშემო

რამდენიმე იტალიური წყარო ირწმუნება, რომ მანჩესტერმა და რომამ კრის სმოლინგის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სერია ა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერჯერობით ინგლისელი ფეხბურთელის  ტრანსფერი რეგისტრირებული არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, რომა სმოლინგის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს და გარკვეულ ბონუსებს გადაიხდის. ფეხბურთელმა ჯალოროსისთან 4-წლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და მარადიულ ქალაქში დასაბრუნებლად მზად არის.

რომას წარმომადგენლებმა Sky Sport Italia-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ გუნდმა სმოლინგის ტრანსფერის ყველა საბუთი სერია ა-ს წარმომადგენლებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადაუგზავნეს და Lega Calcio ამას სულ მალე დაადასტურებს.