Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გაურკვეველი სიტუაცია რომანიოლის გარშემო…

ალესიო რომანიოლის კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლეები კვლავ არ ისმის და MilanNews-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, სტეფანო პიოლიმ კი პრეს-კონფერენციაზე (იხილეთ აქ) დაადასტურა, რომ რომანიოლი მომდევნო სეზონშიც გუნდის კაპიტანი იქნება.

ალესიოს მიმდინარე კონტრაქტი მილანთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ ის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებდა, რადგან გასულ სეზონში მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რის გამოც უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა.

MilanNews-ის ცნობით, რომანიოლის მილანი კიდევ ერთ შანსს მისცემს და გადაწყვეტილებას სეზონის პირველ ნახევარში მიიღებს, ზამთარში კი თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა კაპიტანს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, მაგრამ როსონერი ამ ნაბიჯით საკმაოდ რისკავს, რადგან შესაძლოა ჩალჰანოღლუს და დონარუმას შემდეგ, უფასოდ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგოს…