Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გერმანული გუნდები ჰაუგეს მიმართ ინტერესს არ კარგავენ

რამდენიმე დღის წინ იენს პეტერ ჰაუგეს მილანიდან წასვლაზე ხმები აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე სიახლეები აღარ გავრცელებულა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ვოლფსბურგი და აინტრახტი ახალგაზრდა ვინგერის მიმართ ინტერესს კვლავ იჩენენ და მილანს ახალ წინადადებას უმზადებენ.

როსონერი ჰაუგეს 15 მილიონ ევროდ აფასებს, გერმანული გუნდები კი ამ ეტაპისთვის 10 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ, მაგრამ წყაროს ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ჰაუგეს იტალიაში დარჩენა ჯერჯერობით ნაკლებად მოსალოდნელია.