Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გიუნტოლი:“ იბრა ნაპოლიში ? ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, თუმცა…“

ნაპოლის დირექტორმა კრისტიანო გიუნტოლიმ სასუოლოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„იბრას სიტყვები, რომ ის ნაპოლიში ტრანსფერთან ახლოს იყო ? დიახ, მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ, მერტენსთან კონტრაქტი გავახანგრძლივეთ, რითიც ჩვენ ბედნიერები ვართ.

„იქნება თუ არა ტრანსფერები ზამთარში ტრავმების ფონზე ? ჩვენ ტრავმების მიუხედავად ძლიერი გუნდი გვყავს და ეს ლაციოს წინააღმდეგ უკვე დავამტკიცეთ. თუ ამის საშუალება გვექნება, შემადგენლობას აუცილებლად გავაძლიერებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს ისედაც კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც სერია ა-ს ლიდერობს.“