Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გიუნტოლი:“ ინსინიესთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“

ნაპოლის დირექტორმა კრისტიანო გიუნტოლიმ სპარტაკთან მატჩის წინ ლორენცო ინსინიეს კონტრაქტის სიტუაციასა და ანგუისას მომავალზე ისაუბრა.

ლუჩიანო სპალეტიმ სერია ა-ში ფიორენტინასთან მატჩის წინ როტაციას მიმართა და ოსიმენის, ლოზანოს და ანგუისას დასვენების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ სერია ა-ში ფიორენტინასთან რთული მატჩი გველოდება. ფლორენციელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და იტალიანოს თაოსნობით ისინი კარგად გამოიყურებიან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სპალეტიმ ზოგიერთი ლიდერის დასვენება გადაწყვიტა.

„ინსინიეს კონტრაქტი ? ჩვენ მის აგენტთან მოლაპარაკებებს განვაგრძობთ. მხარეებს შორის კარგი ურთიერთობაა და როგორც ლორენცოს, ასევე კლუბს ნაპოლისთვის საუკეთესო სურს.“

ანგუისა ნაპოლის სეზონის სტარტზე იჯარით შეუერთდა და პარტენოპეის მისი გამოსყიდვა 15 მილიონად შეუძლიათ.

„ჩვენ ამ თანხის გადახდა ივნისამდე შეგვიძლია, ამიტომ აჩქარებას არ ვაპირებთ და ყველაფერს მომდევნო თვეებში გადავწყვეტთ.“