Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გიუნტოლი:“ მილიკი და ლორენტე იანვარში დაგვტოვებენ“

ლაციოსთან მატჩის წინ ნაპოლის დირექტორმა დაადასტურა, რომ გუნდს იანვარში არკადიუშ მილიკი და ფერნანდო ლორენტე დატოვებენ.

„ჩვენთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თითოეულ შეხვედრას ცივი გონებით უნდა მივუდგეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ სეზონის ბოლოს დამაკმაყოფილებელ შედეგებს მივიღებთ.“

დღეს დისკვალიფიცირებული ლორენცო ინსინიეს და ტრავმირებული მერტენსის მაგივრად მოედანზე პეტანია და პოლიტანო გავლენ.

„ორივე მათგანმა უკვე ყველას დაანახა, რომ უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალება აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გუნდს დღესაც გამოადგებიან.

„ოსიმენი ? ის ჯერჯერობით სრულყოფილ ფორმაში არ არის, იმედი გვაქვს, რომ იანვარში ვიქტორი დაგვიბრუნდება. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ ის ბევრს შრომობს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოახერხოს მოედანზე გასვლა.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ვინმე გავიფორმოთ, თუმცა გუნდის დატოვება რამდენიმე ფეხბურთელს სურს, მათ შორის ლორენტეს და მილიკს. არკადიუშს ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, ამისთვის კი მეტი სათამაშო დრო სჭირდება და მისი სურვილი გასაგებია.“