Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გიუნტოლი:“ ნაპოლის სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავს“

ნაპოლის დირექტორმა რიეკასთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ნაპოლის მიმდინარე სეზონში რამდენიმე მიზანი აქვს და მათ შორის ევროპა ლიგაზე მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენებაა.

„გუნდის შემადგენლობა გატუზოს იმის საშუალებას აძლევს, რომ სისტემა და შემადგენლობა ხშირად ცვალოს. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ სრულყოფილი გუნდი გვყავს, რომელიც პრეზიდენტს და გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველს აძლევს.

„ჩვენ ინსინიე, ელმასი, ზელინსკი და მერტენსი გვაკლდნენ, ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ბედის შეცვლა შეუძლიათ, თუმცა გუნდი მათ გარეშეც კი ძალიან კარგ შედეგებს დებდა და ჩვენ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან შედეგიც მოვა.“