Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გიუნტოლი:“ ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებით, თუ აფრიკის თასი არ ჩატარდება“

ნაპოლის დირექტორმა კრისტიანო გიუნტოლიმ მილანთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„პეტანია ძირითად შემადგენლობაში ? მან ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დღესაც ბოლომდე დაიხარჯება. სპალეტი გუნდის თითოეულ წევრს შესანიშნავად იყენებს, ჩვენ მის არჩევანს ვენდობით და ამ საკითხზე სხვა სათქმელი არაფერია.

„მანოლასი ? სამწუხაროდ მას ბოლო თვეებში ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა. ის ლესტერთან მატჩში ძალიან დაგვეხმარა, რის გამოც ფიზიკური პრობლემები შეექმნა და ის იანვრამდე მაინც ვერ ითამაშებდა, ამიტომ მისი ოლიმპიაკოსში გაშვება დროზე ადრე გადავწყვიტეთ.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით და თუ გუნდის გაძლიერების შანსი გვექინება, მის გამოყენებას შევეცდებით, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტული არაფერია.

„აფრიკის თასი ? ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი ვთანხმდებით, რომ მისი გამართვა ასეთ რთულ პირობებში და ახალი შტამის ფონზე დიდ საფრთხეს ქმნის. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ აფრიკის თასი არ გაიმართება.“