Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გლადბახის დირექტორმა მილანის და იუვეს სამიზნეზე ისაუბრა

ბორუსია გლადბახის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა 25 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველის დენის საქარიას შესახებ ისაუბრა, რომელსაც იუვენტუსს და მილანს უკვე დიდ იხანია უკავშირებენ.

მისი კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და არ არის გამორიცხული, რომ იტალიურმა გრანდებმა მისი გაფორმება იანვარშივე სცადონ.

„თუ ის ან გუნდის რომელიმე სხვა წევრი ჩვენთან მოვა და წასვლის სურვილს გამოთქვამს, მის სურვილს აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა ჩვენ პირველ რიგში გუნდის ინტერესებს დავიცავთ და თუ მისი გაყიდვა იანვარში გვავნებს, ამას არ გავაკეთებთ.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ის გუნდთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ჩვენთან დარჩება.“