Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გლადბახის კიდევ ერთი ტალანტი იუვენტუსის რადარზე

სიახლე აღარავისთვის არის, რომ იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ბოლო კვირეებში ტურინულ გრანდს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს.

ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად მედიაში მონაკოს ტალანტის აურელიენ ჩუამენის სახელი ფიგურირებდა, თუმცა Tuttosport-ის ინფორამციით, იუვენტუსი მაღალი კონკურენციის და ფეხბურთელის ფასის გამო 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშა და სხვა ვარიანტებს განიხილავს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი დენის ზაქარიასთან ერთად გლადბახის კიდევ ერთ ნახევარმცველს, 20 წლის მანუ კონეს აკვირდება. 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გლადბახმა ტულუზას 9 მილიონი გადაუხადა და მან თავი გერმანიის ჩემპიონატშიც ძალიან კარგად წარმოაჩნა. გლადბახი მას დაახლოებით 14-15 მილიონ ევროდ აფასებს.

იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩებიან აქსელ ვიტსელი და ბუბაკარ კამარაც, თუმცა პირველი მათგანის იუვეს მაისურით ხილვა ასაკის და მაღალი ხელფასის გამო ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია.