Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გლადბახის მწვრთნელი:“ ინტერი ევროპის ერთ-ერთი ტოპ გუნდია“

ინტერი ხვალ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის პირველ მატჩს სახლში, ბორუსია მენხენგლადბახის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის შესახებ გერმანელთა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ხვალ ჩვენ ძალიან რთული შეხვედრა გველის, რადგან ინტერი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ისინი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა არიან და მათ გამორჩეული მწვრთნელი ჰყავთ.

„ამის მიუხედავად, ჩვენ მოედანზე დამარცხებულები ნამდვილად არ გავალთ და გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც შესანიშნავი ინდივიდუალური ფეხბურთელები ჰყავთ, გუნდურობით დავუპირისპირდებით.“