გოდინი:“ინტერიდან წასვლა არ მინდა“

დიეგო გოდინის თქმით,მას ინტერიდან წასვლა არ უფიქრია და სურს,რომ გუნდთამ ერთად უამრავი ტიტული მოიგოს.

ურუგვაელი ვეტერანი გუნდს გასულ ზაფხულს შეუერთდა და ანტონიო კონტეს სქემას ჯერჯერობით ალღო ვერ აუღო,ამიტომ მის წასვლაზე უკვე ბევრი იწერება.

„სიახლეები ჩემი წასვლის შესახებ,ძალიან მაკვირვებს.აქ მოსვლის დღიდან,გუნდისგნ და გულშემატკივრებისგან მხოლოდ დადებითი ენერგია მოდის.

„ვგრძნობ,რომ გუნდი მენდობა და თავს ისე ვგრძნობ,როგორც საკუთარ სახლში.ინტერიდან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია.თავს დიდი პროექტის ნაწილად ვგრძნობ,გასახდელში სიტუაცია არაჩვეულებრივია.

„ჩემი სურვილია,რომ კონტრაქტს პატივი ვცე და ინტერთან ერთად ეს არაჩვეულებრივი თავგადასავალი ბოლომდე გავიარო.

„აქ მოსვლა ჩემი არჩევანი იყო და მსურს,რომ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.მე ვიცი,რომ გუნდი ჩემი აქ ყოფნით ბედნიერია და ეს სიამაყის გრძნობას მმატებს.ჩემი გუნდიდან წასვლის სურვილი სიცრუეა,ამ თემაზე არასდროს არავისთან მისაუბრია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.