Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გოდინის გამოსამშვიდობებელი წერილი ინტერს

დიეგო გოდინი, რომელიც ინტერს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კალიარიში გადადის. ვეტერანი ურუგვაელი ფეხბურთელი გუნდს ინსტაგრამის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ინტერის ოჯახში ყოფნის უფლება მომეცით.

„გასული სეზონი ძალიან დატვირთული და რთული გამოდგა, თუმცა ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან კარგი და წარმატებული წელი გვქონდა და ინტერი იქ დავაბრუნეთ, სადაც მისი ადგილია.

„მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, თანაგუნდელს და სტაფის წევრებს, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ, ნებისმიერ სიტუაციაში დახმარების ხელი გამოეწოდათ. ამ მოგონებებს ყოველთვის გულში შევინახავ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.“