Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გოდინი:“შემიძლია,ინტერის ლიდერი გავხდე“

დიეგო გოდინის თქმით,მას შუძლია,რომ ინტერს მოედანზე და მის მიღმა ულიდეროს და განაცხადა,რომ გუნდის ნახევარფინალისთვის მზად არის.

ურუგვაელი ფეხბურთელი ინტერს გასულ ზაფხულს შეუერთდა და ადაფტაციის პერიოდი საკმაოდ გაუგრძელდა,თუმცა ბოლო პერიოდში ჩვეული სტაბილურობით და მაღალი დონით გამოირჩევა და ის გუნდის ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდა.

„გუნდი ნახევარფინალური მატჩისთვის მთელი მონდომებით ემზადება.ჩვენ შახტარი კარგად შევისწავლეთ,მათ ბურთის გაკონტროლება უყვართ და შეტევებს ფლანგების დახმარებით აწყობენ.

„მათ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ და ჩვენ მაქსიმალურად მაღალი პრესინგის უნდა ვეთამაშოთ,რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მივცეთ.

„ჩვენ ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია.გუნდის გასახდელში შესანიშნავი სიტუაცია სუფევს და შემადგენლობაში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები გვყავს,რაც იმას ნიშნავს,რომ გასამარჯვებლად ყველა საჭირო თვისება გვაქვს.

„ინტერში მოსვლის შემდეგ ჩემს კარიერაში სრულიად სხვა ეტაპი დაიწყო.იტალიაში იმ ფეხბურთისგან რადიკალურად განსხვავებულ თამაშს თამაშობენ,რასაც მე მთელი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი და ადაფტაცია ცოტა გამიჭირდა.

„ახლა კი,საბედნიეროდ,ანტონიო კონტეს გეგმები კარგად მესმის და ვიცი,თუ რა გზით სურს გუნდის განვითარება.ახლა,როდესაც მწვრთნელის გეგმებს ვხვდები,ჩემთვის უფრო მარტივია რომ გუნდს ვულიდერო როგორც მოედანზე,ასევე მის მიღმა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.