Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გოდინი:“ ინტერში გადასვლა არასოდეს მინანია“

ინტერის უკვე ყოფილმა და ამჟამად კალიარის მცველმა, დიეგო გოდინმა განაცხადა, რომ ატლეტიკოს დატოვება და ინტერში გადასვლა არასოდეს უნანია.

გოდინი ინტერს გასული სეზონის სტარტზე შეუერთდა და გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ანტონიო კონტე მისი თამაშით კმაყოფილი არ იყო და 1 სეზონის შემდეგ, გოდინი კალიარიში აღმოჩნდა.

„ატლეტიკოს დატოვება და ინტერში გადასვლა არ მინანია. დრო იყო, რომ კომპორტულ ზონას გავცდენილიყავი და რაიმე შემეცვალა.

„მე და კონტემ ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ორივე მხარისთვის ჩემი გუნდიდან წასვლა უკეთესი იქნებოდა.“

34 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ინტერის მაისურით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.