Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გოდინი კალიარის უახლოვდება

FCInterNews-ის ინფორმაციით, დიეგო გოდინი ინტერში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ გუნდის დატოვებასთან ახლოს არის.

კალიარიმ 34 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. გოდინი სარდინიელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 2.5 მილიონ ევროს და გარკვეულ ბონუსებს მიიღებს.

ინტერი ამ ტრანსფერით მისი მაღალი ხელფასისგან გათავისუფლდება, კალიარი კი მაღალი დონის გამოცდილ ფეხბურთელს დაიმატებს.

გოდინმა გასულ სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.