Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოდინი ხელფასის შემცირებას არ აპირებს

კალიარი და ინტერი დიეგო გოდინის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა სარდინიულ გუნდს ფეხბურთელის ხელფასის გადახდა გაუჭირდება.

ურუგვაელი ფეხბურთელი სეზონში 5.5 მილიონ ევროს იღებს და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მის შემცირებას არ აპირებს.

FCInterNews-ს ის ინფორმაციით, ინტერი კალიარიში გადასვლის შემთხვევაში პირველი 3 თვის ხელფასის გადახდას ჰპირდება, კალიარი კი 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში 2,5 მილიონ ევროს, თუმცა გოდინი ჯერჯერობით უარზეა…

Leave a Reply

Your email address will not be published.