Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გოდინს და რანოკიას ინტერში კუმბულა და დარმიანი ჩაანაცვლებენ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი დიეგო გოდინისა და ანდრეა რანოკიას გაშვებაზე მუშაობს, რომ გუნდში კუმბულა და დარმიანი მიიყვანოს.

გოდინი ინტერში ერთ სეზონში 5.5 მილიონ ევროს იღებს და კალიარი მზად არის, მის კონტრაქტში დარჩენილი თანხა 3 წლის განმავლობაში გადაუხადოს, რითიც ნერაძურის გუნდში კუმბულას ადგილი გამოუნთავისუფლდება.

პიერო აუსილიომ და ბეპე მაროტამ ვერონას წარმომადგენლებთან კუმბულას შესახებ შეხვედრა უკვე გამართეს და როგორც ჩანს, მხარეებნმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ანდრეა რანოკია კი ჯენოაში გადასვლასთან არის ახლოს და მას პარმადან მატეო დარმიანი ჩაანაცვლებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.