Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოლინიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება

როგორც მოსალოდნელი იყო, პიერლუიჯი გოლინიმ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კარიერის ნაპოლის რიგებში გასაგრძელებლად მზად არის.

იტალიელი კარის დარაჯი ნაპოლის 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 8 მილიონი ევროს გამოსყიდვის პერსპექტივით.

ნაპოლი ფიორენტინაში, სადაც გოლინი იჯარის წესით ასპარეზობდა, სალვატორე სირიგუს გაუშვებს.