Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გომესი:“ატალანტას ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

პაპუ გომესის თქმით,ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ატალანტა უშანსოდ ნამდვილად არ არის.

უეფას გეგმაში დარჩენილი ტურების ერთ თვეში,კერძოდ კი აგვისტოში ჩატარებაა და სავარაუდოდ საუკეთესო 8 გუნდი პორტუგალიაში,ლისაბონში ითამაშებს.ფინალიც სტამბოლის მაგივრად პორტუგალიის დედაქალაქში გაიმართება,თუმცა ეს ჯერ ოფიციალური არ არის.

„ჩვენ ისტორიულ შედეგს ვაფიქსირებთ გუნდის ისტორიაში,თუმცა ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ.

„ჩვენ ვალენსიას უკვე გავცდით და ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ.ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია,სადაც ყველაფერი შესაძლოა მოხდეს და ატალანტა ტიტულისთვის აპირებს ბრძოლას.

„ვინ მინდა შემხვდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში?ბარსელონას ვისურვებდი.მათი თამაშის სტილიდან გამომდინარე,ესპანელებთან უკეთესი შანსი გვექნება,ვიდრე ინგლისელებთან ან გერმანელებთან.“

Leave a Reply

Your email address will not be published.