Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გომესის აგენტმა კლიენტის მილანში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ბოლო დღეებში პაპუ გომესის სახელი მილანს არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით ის სევილიას დატოვებას არ აპირებს.

33 წლის არგენტინელი სევილიას იანვარში, 5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და ესპანელებს ბონუსების სახით 3 მილიონის დამატება მოუწევთ. როსონერი პაპუს გაფორმებას მაშინაც ცდილობდა, თუმცა ბერგამოელებმა კონკურენტების გაძლიერება არ ისურვეს და ვეტერანი შემტევი იტალიის საზღვრებს გარეთ გაუშვეს.

„გომესის მიმართ გამოჩენილი ინტერესი გასაკვირი არ არის, რადგან მან იტალიაში ძალიან კარგი სეზონები ჩაატარა, თუმცა ის სევილიაში თავს კარგად გრძნობს და გუნდის გამოცვლას ზაფხულში არ აპირებს.“