Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გომესის აგენტმა ფეხბურთელი მილანს, ინტერს და რომას შესთავაზა, შეხვედრები ჩანიშნულია…

Corriere dello Sport-ის და Calciomercato-ს ინფორმაციით, პაპუ გომესის აგენტი ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა და არგენტინელი ფეხბურთელის სამსახური ინტერს, მილანს და რომას შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ ამ სიაში იუვენტუსიც ფიგურირებდა, თუმცა რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ ტურინელები ვეტერანი ფეხბურთელის გაფორმებით არ ინტერესდებიან.

CorSport-ის მტკიცებით, ფეხბურთელის აგენტი სამივე გუნდის წარმომადგენლებს მომავალი კვირის განმავლობაში შეხვდება და ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავს. ატალანტა გომესის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.