Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გომესის გასაფორმებლად ინტერი და მილანი იბრძოლებენ

რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემის ინფორმაციით, ატალანტას კაპიტანმა პაპუ გომესმა გუნდს იანვარში უფასოდ გაშვება სთხოვა და მის გასაფორმებას ინტერი და მილანი შეეცდებიან.

ბერგამოელთა კაპიტანს და ჯან პიერო გასპერინის შორის უთანხმოება მოხდა, რაც მხარეებმა უკვე დაადასტურეს და გომესმა გუნდიდან წასვლის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა.

ინტერი გომესის გაფორმებით უკვე რამდენიმე სეზონია ინტერესდება და ახლა მათ კარგი შანსი აქვთ, თუმცა მილანი, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს, უქმად ყოფნას არ აპირებს და მზად არის, ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

გომესის ანგარიშზე ატალანტას რიგებში ჩატარებულ 251 მატჩში 59 გოლი და 71 საგოლე გადაცემაა.