Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გომესის ინტერში ტრანსფერს მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, პაპუ გომესმა ინტერთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და ახლა ნერაძურის აქტიურობას ელოდება.

ინტერს ფეხბურთელის გაფორმება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, თუმცა პირველ რიგში კრისტიან ერიქსენის გაშვება მოუწევს, თუმცა მისი მსურველი ჯერჯერობით არ ჩანს.

ერიქსენის ტრანსფერის სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა მისი წლიური ხელფასი 7.5 მილიონი ევრო მსურველებს აფრთხობს, დანიელი ფეხბურთელის გაყიდვის გარეშე კი ნერაძური ატალანტას მოთხოვნილ 10 მილიონს ვერ გადაუხდის და შესაბამისაც ტრანსფერიც არ შედგება…