Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გომესი:“ ატალანტა სიურპრიზი არავისთვის აღარ არის“

ბერგამოელთა კაპიტანმა, პაპუ გომესმა აიაქსთან მატჩის წინ საკუთარ მომავალზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„გასულ სეზონში ჩვენ ყველასთვის ახალი აღმოჩენა ვიყავით, თუმცა წელს ატალანტა სიურპრიზი არავისთვის აღარ არის, ჩვენი სახელი ევროპაში ყველამ გაიგო და თითოეულმა გუნდმა იცის, რომ ჩვენ სირთულეების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია.

„ვიცით, რომ შემტევი სტილის ფეხბურთი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა გუნდმა ასეთი თამაშით ძალიან კარგი შედეგები დადო და ასე გაგრძელებას ვაპირებთ.“

გომესის კონტრაქტი ატალანტასთან 2023 წლის ივნისში იწურება.

„ატალანტასთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს. თებერვალში 33 წლის გავხდები და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მე ბერგამოში ყოფნა მსურს. თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვიცი, რომ გუნდის მომავალში ჩემი ადგილი მექნება.“