Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გომესი:“ ბერგამოზე ფიქრის დროს ძალიან ვიწყენ“

ატალანტას ყოფილმა კაპიტანმა პაპუ გომესმა აღიარა, რომ მას იტალიის დატოვება ძალიან გაუჭირდა.

გომესმა ატალანტა მას შემდეგ დატოვა, რაც გასპერინისთან კონფლიქტი მოუვიდა და ახლა ის სევილიას ღირსებას იცავს.

„ჯერ კიდევ ვერ გამოგია, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ვიცი, რომ სხვა გზა არ იყო და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც ძალიან გამიჭირდა.

„როდესაც ბერგამოზე ვფიქრობ, ახლაც ძალიან დიდი წუხილის გრძნობა მეუფლება. ატალანტას თამაშების ყურებას ახლაც ვერ ვახერხებ.

„მე მათ გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან კარგ სეზონს ატარებენ. ატალანტა ჩემს გულში ყოველთვის იქნება.“