Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გომესი:“ როდესაც გუნდიდან წავალ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ“

პაპუ გომესსა და გასპერინის შორის კონფლიქტი გრძელდება და ატალანტას კაპიტანმა გუნდიდან წასვლაც დააანონსა.

ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის უთანხმოება ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მოხდა, როდესაც ბერგამოელები მიდტიულანდს უპირისპირდებოდნენ და მას შემდეგ პაპუ ძირითადში ვეღარ ხვდება. იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ის ატალანტას იანვარში დატოვებს.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, მე ამ სიტყვებს ვწერ ინსტაგრამზე, რადგან თავის დაცვის და თქვენთან საუბრის საშუალება არ მეძლევა.

„მინდა გითხრათ, რომ როდესაც მე გუნდს დავტოვებ, თქვენ სიმართლეს გაიგებთ.

„თქვენ მე კარგად მიცნობთ და იცით ვინ ვარ. მიყვარხართ, თქვენი კაპიტანი.“