Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გომესი Al-Nassr-ის მილიონებზე უარს ამბობს

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ საუდის არაბეთის გუნდს, ალ-ნასრს ატალანტას კაპიტანი, პაპუ გომესი სურდა და მზად იყო მის სანაცვლოდ 15 მილიონი გადაეხადა, თავად ფეხბურთელს კი სეზონში 7.5 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, რაც 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ის ახლა გამოიმუშავებს.

თუმცა, Tuttomercato-სა და L’Eco-ს მტკიცებით, გომესმა ფიქრის შემდეგ არაბები უარით გაისტუმრა და ბერგამოში დარჩენას აპირებს.

ატალანტა ზედიზედ მეორე წელი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და მას შემდეგ, რაც გუნდმა სტადიონი განაახლა, მათ საშინაო მატჩების ბერგამოში გამართვა შეეძლებათ…

Leave a Reply

Your email address will not be published.