Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გოსენსი:“ ინტერი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია“

ატალანტას უკანახაზელის, რობინ გოსენსის აზრით, მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგების ფავორიტი ინტერია.

„სკუდეტო ჩვენთვის ძალიან დიდი სიტყვაა, ატალანტა თითოეულ თამაშში 3 ქულის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ჩემი აზრით წელს ფავორიტი ინტერია, მათ იტალიაში ყველაზე კარგი შემადგენლობა ჰყავთ.

„რატომ დავრჩი ატალანტაში ? როგორც უკვე ვთქვი, მე ბერგამოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ ჩემთვის შესაბამისი პროექტი გამოჩნდება, რომელსაც დიდი ამბიციები ექნება.

„ჩემი მთავარი მიზანი ახლა რეგულარულად თამაში და გერმანიის ნაკრებში ადგილის მოპოვებაა,  მე ევროპის ჩემპიონატზე თამაში მსურს და ატალანტაში ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან აქ სათამაშო დრო მეძლევა, რაც ნაკრებში მოსახვედრად უმნიშვნელოვანესია.“