Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გოსენსი:“ ინტერი სკუდეტოს მოგების ფავორიტია“

ატალანტას უკანახაზელმა, რობინ გოსენსმა სკუდეტოს მოპოვების მთავარ კანდიდატებზე ისაუბრა.

„იუვენტუსი და ინტერი ფავორიტები არიან, თუმცა ჩემი აზრით მცირე უპირატესობა ნერაძურის აქვს.

„ინტერმა ძალიან კარგი ფეხბურთელები დაიმატა და გუნდის დონემ აშკარად მოიმატა, იუვეში კი ახალბედა მწვრთნელია და ჯერ არავინ იცის, როგორ გაუძღვება პირლო გუნდს.

„ოთხეულისთვის კი ძალიან ბევრი გუნდი იბრძოლებს. ატალანტა, ლაციო, მილანი, რომა, ნაპოლი… წინ დაძაბული და ძალიან სანახაობრივი სეზონი გველის.“