Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოსენსი მილანის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

რობინ გოსენსი, რომელმაც იანგ ბოისთან მატჩი ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია, სერია ა-ს მომდევნო ტურში როსონერის წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, გერმანელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და მისი დაბრუნების სავარაუდო დრო ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა მისი თამაში როსონერის წინააღმდეგ გამორიცხულია.