Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოსენსი 2 თვეს იუქმებს…

გუშინ ატალანტას გერმანელ ფეხბურთელს რობინ გოსენსს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და სამწუხაროდ მას მუხლის ტრავმა დაუდასტურდა, რის გამოც გოსენსი ბერგამოელებს 2 თვე ვერ დაეხმარება.

გოსენსი გუნდს ვერც მილანთან დაეხმარება და ჯან პიერო გასპერინის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს.

სერია ა-ში მილანის გარდა ატალანტას გოსენსის გარეშე ლაციოს, იუვენტუსის და ნაპოლის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.