Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოსენსმა დორტმუნდში გადასვლა არ გამორიცხა

ატალანტას რობინ გოსენსი უკვე დიდი ხანია, რაც იუვენტუსის და ინტერის რადარზე იმყოფება, თუმცა თავად ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ის გერმანიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

გერმანულ გამოცემა DPA-სთან ფეხბურთელმა მისი დორტმუნდში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„განვიხილავ თუ არა დორტმუნდში გადასვლას ? ეს რთული შეკითხვაა. თუ დორტმუნდისგან წინადადებას მართლაც მივიღებ და მეცოდინება, რომ მარცხენა ფლანგზე რეგულარული თამაშის საშუალება მექნება, მას აუცილებლად განვიხილავ.

„ეს ჩემი ამბიცია და ოცნებაა, რომ ერთ დღეს ბუნდესლიგაში ვითამაშო, მაგრამ ახლა სეზონის წარმატებულად დასრულება მსურს და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში ადგილს მოვიპოვებ.

„ნაკრებში პირველი გამოძახება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო და სანამ მოედანზე არ გავედი ვერც კი ვიჯერებდი, რომ მე ჩემი ბავშვობის მიზანს მივაღწიე.“