Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოსენსმა კიდევ ერთი ტრავმა მიიღო…

ატალანტას ერთ-ერთი ლიდერი რობინ გოსენსი უკვე 2 თვეა ტრავმის გამო ვერ თამაშობს და ის დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა სამწუხაროდ გერმანელმა ფეხბურთელმა კიდევ ტრავმა მიიღო და მისთვის სავარაუდოდ 2021 წელი დასრულდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, გოსენსს ბარძაყის კუნთის ტრავმის რეციდივი აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მიმდინარე წელს ლა დეას დახმარებას მოახერხებს.