Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოსენსმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

რობინ გოსენსმა ატალანტას რიგებში კიდევ ერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და შესანიშნავი თამაში გერმანიის ნაკრებშიც გააგრძელა, ამიტომ მის მიმართ იტალიური და ევროპული გრანდების მხრიდან გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის.

გერმანელმა ფეხბურთელმა საკუთარ მომავალზე კომენტარი Sprot1-თან გააკეთა.

„ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მამაჩემს (პარალელურად მისი აგენტი) ვუთხარი, რომ სატრანსფერო თემებთან დაკავშირებით ტურნირის დროს ჩემთან არ ესაუბრა.

„ახლა, როდესაც მე უკვე სახლში დავბრუნდი, ჩვენ ამ საკითხს ერთად მიმოვიხილავთ. ამ მომენტისთვის მე ამ საკითხზე არაფერი ვიცი, რადგან ჯერ მამაჩემთან არ მისაუბრია, ამიტომ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით.“