Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გოსენსმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ატალანტას გერმანელმა ფეხბურთელმა რობინ გოსენსმა, რომელსაც არაერთ იტალიურ თუ უცხოურ გრანდს უკავშირებენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„დავრჩები თუ არა ატალანტაში ? ვფიქრობ, რომ ბერგამოელთა რიგებში კიდევ ვითამაშებ, თუმცა მე არასოდეს დამიმალავს იმის სურვილი, რომ ადრე თუ გვიან შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო მოვა და ბუნდესლიგის ან რომელიმე სხვა გუნდის ვარიანტებს აუცილებლად განვიხილავ. მე ამის შესახებ გუნდს უკვე მივმართე.

„თუ ასეთი წინადადება არ მოვა, მე ატალანტაში დავრჩები და ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოელთა რიგებში ვიასპარეზებ.

„ატალანტას ჩემს სანაცვლოდ 35 მილიონი სურს ? მე ვერ ვხვდები, როგორ უნდა ღირდეს ადამიანი ამხელა ფული, თუმცა ამავდროულად ეს იმის მანიშნებელია, რომ მე სწორ გზაზე ვარ.

„მე ახლა ტრანსფერებზე არ ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი მაღალი დონის შენარჩუნება და ატალანტას რიგებში როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე თავის საუკეთესოდ წარმოჩენაა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.“