Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ ბელგიასთან მატჩის შემდეგ გასახდელში ისეთი ატმოსფერო იყო, თითქოს შეხვედრა წავაგეთ…“

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფა ბილეთების სიმწირის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სპინაცოლას ტრავმის გამო ბელგიასთან მატჩის მერე აძურის გასახდელში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო.

იტალია ესპანეთს ინგლისში, უემბლის სტადიონზე 6 ივლისს დაუპირისპირდება.

„ჩვენ უემბლიზე ქომაგების წაყვანა გაგვიჭირდება. მათ მითხრეს, რომ ნახევარფინალში მხოლოდ 125, ფინალში კი 1,000 ბილეთი გვერგება, რაც ძალიან მკაცრი ლიმიტია.

„სპინაცოლას ტრავმა ? შეხვედრის შემდეგ ბიჭებს გასახდელში ვესტუმრე და მინდოდა გამარჯვება მიმელოცა, მაგრამ იქ ისეთი სიჩუმე და ატმოსფერო იყო, თითქოს ჩვენ დავმარცხდით.

„მე ეს მომენტი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. ბიჭები თანაგუნდელის ტკივილს ბოლომდე იზიარებდნენ და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის მოგების შემდეგ, სრული სიჩუმე იყო. ეს არის ერთიანობა, რაც მთელმა იტალიამ უნდა გაიზიაროს.

„სპინაცოლას გამო ძალიან ვწუხვარ, ის მთელს ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და იმედი მაქვს, რომ მოედანზე მალე დაუბრუნდება.“