Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გრავინა:“ ვინც შეცდომას დაუშვებს, მას საფასურის გადახდაც მოუწევს“

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იუვენტუსი – ნაპოლის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ნაპოლიმ ტურინში ჩაფრენა და თამაშზე დროულად გამოცხადება ვერ მოახერხა, თუმცა ჯერჯერობით ჩაეწერება თუ არა იუვეს 3 ქულა ცნობილი არ არის.

„პროტოკოლი ძალიან გასაგებია და კარგად მუშაობს. ჩვენ პანდემიასთან ერთად არსებობა უნდა ვისწავლოთ და სეზონი აუცილებლად უნდა ჩავამთავროთ.

„ყველა, ვინც იძახის, რომ ჩვენ უპასუხისმგებლოები ვართ და ადამიანების ჯანმრთელობაზე არ ვზრუნავთ, ცდებიან. პროტოკოლი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს და თუ გუნდის წარმომადგენლებმა შეცდომა დაუშვეს, მათ ამის საფასურიც უნდა გადაიხადონ.“