Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ ვისაც FIFA-ს და UEFA-ს ტურნირები არ სურს, მათ სერია ა-ს დატოვება მოუწევთ“

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ კანონზე მუშაობდა, რომლის მიხედვითაც ყველა გუნდი, რომელიც UEFA-ს და FIFA-ს ტურნირების გარდა რომელიმე ჩემპიონატში მიიღებდა მონაწილეობას, სერია ა-ში თამაშის უფლებას არ მისცემდნენ.

ეს ინფორმაცია თავად იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ დაადასტურა.

„გუნდები, რომლებიც FIFA-ს და UEFA-ს ტურნირების გარდა რომელიმე ჩემპიონატში აპირებენ თამაშს, სერია ა-ში აღარ დაიშვებიან.

„ჩვენ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუ ვინ დატოვა ან ვინ დარჩა სუპერ ლიგის პროექტში, მაგრამ ეს კანონი ნებისმიერ გუნდზე გავრცელდება.

„თუ ივნისის ბოლომდე რომელიმე გუნდი სხვა პროექტის მიმართ ინტერესს გამოიჩენს, მათ ჩვენი ჩემპიონატი უნდა დატოვონ.“