Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ იმედია სერია ა-ში ქომაგების რაოდენობის შემცირება არ მოგვიწევს…“

სერია ა-ს გუნდები იტალიის მთავრობას უკვე რამდენიმე კვირაა სთხოვენ, რომ არებული ლიმიტი, რომლის მიხედვითაც გუნდებს სტადიონების კვოტის 75 პროცენტის გამოყენების საშუალება აქვთ, მოიხსნას და ქომაგების დასწრება 100 პროცენტამდე გაიზარდოს, თუმცა იტალიის ფეხბურთს ფედერაციამ იმედი გამოთქვა, რომ იტალიის მთავრობა საპირისპირო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და რაოდენობას არ შეამცირებს.

„ქომაგების 100 რპოცენტი სტადიონებზე ? მე იმედი მაქვს, რომ იტალიის მთავრობა საპირისპირო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და 75 პროცენტს კიდევ არ შეამცირებს.

„თითოეული ჩვენგანი უფრო მეტად პასუხისმგებელი უნდა იყოს, მე თითქმის ყველა მატჩის დროს ვხედავ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლს ქომაგები არ ითვალისწინებენ და სამწუხაროა, რომ ამის გამო გუნდები ზარალდებიან.

„თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ვფიქრობ მთავრობა რადიკალურ ზომებს მიიღებს და მატჩებზე დასწრებული ქომაგების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს.“