Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ იტალია ფავორიტი არ არის, თუმცა…“

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ევროპის ჩემპიონატზე აძურის შანსები შეაფასა.

იტალია ევროპის ჩემპიონატზე სტარტს 11 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ მატჩში აიღებს. A ჯგუფში მათ თურქეთის გარდა შვეიცარია და უელსიც ეყოლებათ.

„იტალიის ნაკრები ჩემპიონატს ფავორიტის სტატუსით არ იწყებს, რადგან ტურნირზე ძალიან ბევრი შესანიშნავი გუნდი ასპარეზობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ მათგანთან ბრძოლა შეგვიძლია.

„აძურიმ ახალი პროექტი სულ ახლახანს დაიწყო და ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ენთუზიაზმით და ენერგიით ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წინ კარგი თავგადასავალი გველოდება.“

რომში, სტადიო ოლიმპიკოზე ტურნირის გახსნის ცერემონიალს 16,000 ქომაგი დაესწრება

„ეს არის სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ნელ-ნელა ძველებურ ცხოვრებას ვუბრუნდებით. ამდენი ადამიანის სტადიონზე ნახვა შესანიშნავი შეგრძნება იქნება და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე სავსე სტადიონებს ვიხილავთ.“