Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ იტალიის მინიმუმი ნახევარფინალია“

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ აძურის ამბიციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში  თამაშია.

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სტარტს 11 ივნისს აიღებს, სადაც მისი მეტოქე თურქეთი იქნება.

„ვფიქრობ, რომ იტალიის ნაკრების მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა და უემბლის სტადიონზე თამაშია.

„ჩვენ ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს და ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეგვიძლია, თუმცა წინასწარ რაიმე შედეგზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფერთან ერთად იღბალიც არის საჭირო.

„აძურიმ რობერტო მანჩინის მისვლის შემდეგ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, გუნდი დიდი შრომის და მონდომების შედეგია და ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე დიდ იმედებს ვამყარებთ.“