Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გრავინა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

გაბრიელე გრავინა, რომელიც FIGC-ს პრეზიდენტი 2018 წლიდან გახლავთ, კიდევ ერთი ვადით აირჩიეს.

გრავინას გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატი კოსიმო სიბილია გახლდათ, თუმცა არჩევნები გრავინას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ხმების 74,45 % აღება მოახერხა. ის პრეზიდენტის თანამდებობას კიდევ 4 წელი შეინარჩუნებს.