Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ იუვენტუსმა ფეხბურთის წესებს პატივი უნდა სცეს“

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სუპერ ლიგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ წესებს ყველა გუნდმა, მათ შორის იუვენტუსმაც პატივი უნდა სცენ.

„სუპერ ლიგა არის პრობლემა, რომელიც ფეხბურთისთვის კარგი არ არის. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, რომ წესებს დავემორჩილოთ, სხვაგვარად სისტემა ვერ იმუშავებს.

„ევროპაში არიან გუნდები, რომლებსაც თავიანთი ტურნირის შექმნა სურთ და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეს ტურნირი ჩვენი სისტების ნაწილი უნდა იყოს და მას UEFA და FIFA უნდა აღიარებდეს.

„ეს წესები იუვენტუსსაც ეხება, რომელიც იტალიის ყველაზე წარმატებული გუნდია და რომელსაც ქომაგების ყველაზე დიდი ბაზა ჰყავს.“

გათიშვა