Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გრავინა:“ პროტოკოლს ყველა უნდა დაემორჩილოს“

სერია ა-ში კორონა ვირუსი უკვე 26 ფეხბურთელს დაუდასტურდა და ამის გამო ჩემპიონატის შესაძლო შეჩერებაზე ხმები უფრო და უფრო ვრცელდება.

ამ თემაზე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ისაუბრა.

„ბოლო დღეებში ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

„ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ პროტოკოლს ზედმიწევნით მიჰყვეს, რომ ჩემპიონატის შეჩერება არ გახდეს საჭირო და სპორტული ღონისძიებების გაგრძელების საშუალება გვქონდეს.

„იტალიის ფეხბუდთის ფედერაციამ, ჯანდაცვის და სპორტის სამინისტროებთან ერთად, შეიმუშავა უმარტივესი მითითებები, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან შემდგომი გართულებები, რაც საბოლოო ჯამში სპორტული აქტივობების შეჩერებისკენ გვიბიძგებს.

„თითოეული ჩვენგანი ვირუსის მომრავლებული შემთხვევების გამო ძალიან ვწუხვართ, რადგან გვეგონა, რომ ამ დროისთვის სტადიონებს გარკვეულწილად გავხსნიდით, თუმცა რეალობა ისეთია, რომ თუ ვითარება კიდევ უფრო გართულდა, რადიკალური ზომების მიღება მოგვიწევს…“