Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გრავინა:“ სერია ა-ს არაფერი არ ემუქრება“

კორონა ვირუსის შემთხვევები იტალიაში დღითი დღე მატულობს, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას თქმით, სერია ა-ს არაფერი არ ემუქრება და ჩემპიონატი გეგმის მიხედვით ჩატარდება.

„არანაირი რისკი იმისა, რომ სეზონი ნაადრევად დასრულდეს, არ არსებობს. პროტოკოლი შესანიშნავად მუშაობს და თუ გუნდები მას ზედმიწევნით გაითვალისწინებენ, ჩვენ სეზონის ჩამთავრებას მოვახერხებთ.

„ვიცი, რომ ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდეს.“