Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრავინა:“ სტადიონების 100 პროცენტით გახსნას უმოკლეს დროში ველოდებით“

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ სტადიონებზე ქომაგების რაოდენობის გაზრდაზე ისაუბრა.

„ჩვენ მთავრობისგან მწვანე შუქს ველოდებით, რომ სტადიონების გახსნის უფლება 75 პროცენტით დაგვრთონ, რომელსაც ალბათ უახლოეს საათებში მივიღებთ.

„შემდეგი ნაბიჯი სტადიონების 100 პროცენტით გახსნაა, რაც დიდი ალბათობით ძალიან მოკლე დროში მოხდება, რადგან ევროპის ქვეყნების უმეტესობამ ქომაგების 100 პროცენტის დასწრების ნებართვა უკვე გასცა, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ სტადიონების უმეტესობა 50 პროცენტითაც კი არ ივსება…“