Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრემიოს პრეზიდენტმა დუგლას კოშტას ტრანსფერზე ისაუბრა

დუგლას კოშტას გრემიოში ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლია და ეს ბრაზილიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმაც დაადასტურა.

„მოლაპარაკებები იუვენტუსთან წარმატებით მიმდინარეობს. კოშტასთან უკვე ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს და ახლა საბუთებს უახლოეს დღეებში ველოდებით. ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ დუგლას კოშტას ტრანსფერი დავარეგისტრიროთ.“

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში სატრანსფერო ფანჯარა 23 მაისს იხურება.