Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გრიზმანი და იკარდი დიბალას სანაცვლოდ…

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, ბარსელონა და პსჟ პაულო დიბალას გაფორმებით ინტერესდებიან და მზად არიან მის სანაცვლოდ იუვენტუსს ფეხბურთელები შესთავაზონ.

წყაროს მტკიცებით, ბარსელონა იუვეს ანტუან გრიზმანს, პსჟ კი მაურო იკარდის სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით იუვეს პასუხი უცნობია.

არგენტინელ ფეხბურთელს ტურინელებთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

გათიშვა