Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გუარდიოლას სიტიში ლუკაკუს ხილვა სურს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანჩესტერ სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

The Athletic-ის მტკიცებით, სერხიო აგუეროს სიტიდან წასვლა გადაწყვეტილია და გუარდიოლას მისი ჩანაცვლება ჰაალანდი-ლუკაკუდან ერთ-ერთის გაფორმებით სურს.

იტალიური მედიის ინფორამციით, ანტონიო კონტეს გუნდში დარჩების შემთხვევაში ლუკაკუს ინტერიდან წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა იმის გამო, რომ გუნდის მფლობელთა ვინაობა მომავალი სეზონიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გამორიცხული არაფერია…